გაკვეთილის მთავარი თემა
|
გრიგოლ ორბელიანის ლექსი
„თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში’’
|
სწავლების საფეხური
|
11 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
9 მოსწავლე
|
გაკვეთილის
აქტუალობა და მნიშვნელობა
|
ლექსში ასახულია საქართველოს
ისტორიული წარსულის გაიდეალება, რომელიც აქტუალური იყო XIX საუკუნეშიც და დღესაც.
ლექსში გადმოცემულია წარსულის განცდა, ავტორს
სურს კვლავ იხილოს.
აღორძინებული საქართველო. როცა თანამედროვე საქართველოს ხედავს სასოწარკვეთილებასა
და უიმედობაში ვარდება. სიამაყე იპყრობს ძველი საქართველოს ბრწყინვალე კულტურის წარმოდგენასთან
ერთად. მაგრამ მომავლის რწმენაც გააჩნია, რაც ჩვენში ოპტიმიზმს იწვევს.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ისტორიული და კულტურული ძეგლების
პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვა, მის დაცვაზე ზრუნვა. სიღრმისეულად ავტორის
იდეებსა და განწყობილებაში წვდომა.
|
ე. ს. გ მისაღწევი
შედეგები
|
ქართ.11(5).
მს შეუძლია
სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება. მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეების
და პრობლემების თვალსაზრისით.
ქართ.11(8)
მოსწავლეს
შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება. მოსწავლემ უნდა შეეძლოს
სხავადასხვა ესეს დაწერა, პრეზენტაცია ,ინტერპრეტაცია ,მსჯელობა.
|
წინასწარი ცოდნა
|
იციან თამარის ეპოქა ,მწერლის
ბიოგრაფია ,რომანტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც.
|
შეფასება
|
განმავითარებელი ,განმსაზღვრელი.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი,
ინტერნეტის გამოყენება, თამარ მეფის ფრესკები, ფოტოები: გრიგოლ ორბელიანის, ბეთანიის
ეკლესიის, შოთა რუსთაველის.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
Aფაზა.10 წუთი)
საშინაო დავალების შემოწმება.(ვაჰ
დრონი, დრონი)
კითხვების დასმა.
1.წამოდგენილ ლექსში გამოხატულია
თუ არა სულიერად დაცემული სამშობლოს აღორძინების სურვილი?
2.როგორ ფიქრობთ რა ფორმითაა
ეს სურვილი გამოთქმული რაციონალურით თუ რომანტიკულით?
3. გადმოეცით ის სტრიქონები
რომლებშიც პოეტი ამქვეყნიური ყოფის მიმართ თავის დამოკიდებულებას გამოხატავს.
B ფაზა.(25 წუთი)
ახალი მასალის ახსნა ,,თამარ
მეფის სახე ბეთანიაში“ ზოგადი მიმოხილვა XII საუკუნის მეორე პერიოდის ,კერძოდ თამარის
მეფობა. ვსაუბრობ თამარ მეფის ფრესკების შესახებ კერძოდ თუ რომელ ეკლესიებშია გამოსახული.
ლექსის პერიფრაზი. უცხო სიტყვების განმარტება, ტექსტის გარშემო თითოეული მოსწავლე
დააფიქსირებს თავის აზრს c ფაზა .გაკვეთილის განმტკიცებისათვის ვსვამთ ფრონტალურ
კითხვებს. 7წთ.
საშინაო დავალების მიცემა.
3
სასურველი ლექსის ზეპირად
ცოდნა.
ამოწერეთ ლიტ. თეორიის საკითხები(მეტაფორა
და ეპითეტი.)
ინფორმაციის მოძიება XII საუკუნის
საქართველოს შესახებ 9კერძოდ თამარის მეფობის) ესეს დაწერა“ წარსული და რეალობა“
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment